ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ლივერპული“ ჩემპიონის სტატუსით „ჩელსის“ ეწვია, რომელიც გაცილებით მოტივირებული იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურს.
ეს თამაშსაც დაეტყო. ენცო მარესკას გუნდმა აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვა კიდეც.
შედეგად, „ჩელსიმ“ 63 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ხოლო „ლივერპული“ 82 ქულით უკვე ჩემპიონია.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლაზე „ბრენტფორდთან“ 3:4 დამარცხდა, 1:4-საც აგებდა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მთლიანად ევროპა ლიგის მოგებაზე ფიქრობს და ეს მარცხი გასაკვირი არ ყოფილა. თუმცა, სტატისტიკურად, „მანჩესტერის“ სატურნირო მდგომარეობა სავალალოა: 39 ქულით მე-15 ადგილზეა. „ნიუკასლ იუნაიტედი“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუზავდა (1:1) და 63 ქულით მეოთხეა, მაგრამ ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან. „ვესტ ჰემისა“ და „ტოტენჰემის“ უმოტივაცია ლონდონური დერბიც 1:1 დასრულდა.