ფეხბურთი

15:48 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა

კატალონიის "ბარსელონას" გუნდის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, პოლონელი ფეხბურთელი იტალიაში გუნდთან ერთად გაემგზავრა და ხვალ "ინტერთან" გასამართი მატჩისთვის ემზადება.

36 წლის ლევანდოვსკიმ დაზიანება 19 აპრილს "სელტა ვიგოსთან" მატჩში მიიღო, რის გამოც ოთხი შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს "ინტერთან" სტუმრად გამართავს. გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით ჩატარებულ 48 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096364