ფეხბურთი

0:36 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "დე ლაურენტისთან კონფლიქტური ურთიერთობა მქონდა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.

როგორც სპალეტიმ აღნიშნა, „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ დე ლაურენტისთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია:

„დე ლაურენტისთან კონფლიქტური ურთიერთობა მქონდა. მერჩივნა, რომ ის უფრო ჰუმანური ყოფილიყო ჩემს მიმართ, იმის გათვალისწინებით, რაც მე გუნდისთვის გავიღე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთად მუშაობა შევწყვიტეთ, აღარ გვისაუბრია. ვერც ერთი ქალაქი ვერ იქნება ისეთი ბედნიერი და მელანქოლიური, როგორც ნეაპოლი და მისი ბედნიერების ნახვა ისაა, რაც ყოველთვის ჩემს გულშია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტი 2021-2023 წლებში მუშაობდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097324