ფეხბურთი

1:30 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემს" ჩემპიონთა ლიგა ხელიდან ეცლება

„ნოტინგემ ფორესტი“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მაგრამ ბოლო პერიოდში მოუკლო და უკვე მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდი 35-ე ტურში სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუზავდა. ებერეჩი ეზეს გოლი მურილომ გაქვითა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„ნოტინგემი“ 61 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ორი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, გავარდნილ „ლესტერს“ მასპინძლობს, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუგოს. „კრისტალ პალასი“ 46 ქულით მე-12 ადგილზე ძალიან მშვიდადაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092483