პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა, წერს L'Équipe.
27 წლის ფრანგი დაშავდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „არსენალთან“ (1:0) დაშავდა და მას ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინდა. 4 მაისს უსმანმა ინდივიდუალურად ივარჯიშა სპორტდარბაზში, გუშინ კი გუნდთან ერთად იმუშავა.
თუ მისი გამოჯანმრთელება გეგმის მიხედვით წარიმართა, დემბელე შეძლებს თამაშს „მეთოფეებთან“ საპასუხო მატჩში. ამ სეზონში უსმანმა კლუბის დონეზე 45 მატჩში 33 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, 7 მაისს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.