„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ბარსელონას“ თამაშებმა გერმანელი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით.
„მესი კვლავ უყურებს „ბარსელონას“ ყველა მატჩს და კმაყოფილია ფლიკის ხელმძღვანელობით მათი წარმატებით. რამდენიმე დღის წინათ ლეომ მითხრა, რომ ძალიან გაკვირვებული და ამაყია, რადგან გუნდმა დაიბრუნა თავისი იდენტობა“, - ციტირებს ჟურნალისტი მიგელ ბლასკესი სუარესის სიტყვებს სოციალურ ქსელში.
60 წლის ჰანს-დიტერ ფლიკი ბარსელონას 2024 წლის მაისიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2025 წელს ესპანეთის სუპერთასი მოიგო. „ბლაუგრანა“ ასევე ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატში 79 ქულით 34 მატჩის შემდეგ.