ფეხბურთი

14:09 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი ტრენტის „ლივერპულიდან“ წასვლაზე: „ის დაკარგავს იმას, რაც ახლა აქვს“

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელების მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მადრიდის „რეალში“ წასვლაზე ისაუბრა.

„ის დაკარგავს იმას, რაც ახლა აქვს. „ლივერპულის“ გულშემატკივრების მისდამი სიყვარული, მისი, როგორც „ერთ-ერთი მათგანის“ სტატუსი, შემცირდება. ზოგი იტყვის: „რეალ მადრიდში“ თამაში ფასია, რომლის გადახდაც არ ღირს. სხვები იტყვიან: „შენ უნდა ითამაშო „რეალ მადრიდში“, ეს მსოფლიოში უდიდესი კლუბია.“

შეგიძლია უგულებელყო გულშემატკივრების აზრი, ეს შენი კარიერაა და მხოლოდ ერთი შანსი გაქვს. არა მგონია, რომ „ლივერპულის“ რომელიმე გულშემატკივარს შეეძლოს იმის უარყოფა, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში უდიდესი კლუბია. თუმცა, მან გულშემატკივრების სიყვარული შესწირა მადრიდში თამაშს - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

შგახსენებთ, ახლახან ტრენტმა მადრიდულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ლივერპულის“ აკადემიაშია აღზრდილი და ამიტომ იქაურ ქომაგებს განსაკუთრებით უყვარდათ.

0.077962