მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ იტალიური საფეხბურთო კლუბი „ატლეტიკ პალერმო“ ისტორიაში პირველად განშორდა სამოყვარულო ლიგას და იტალიის ჩემპიონატის რანგით მეოთხე დივიზიონში - სერია D-ში ამოყვინთა, ამ კლუბის ქომაგებმა ეს ამბავი გემრიელი სიცილიური ღვინის ბოთლების გახსნით აღნიშნეს, ერთ-ერთმა პორნო-საიტმა კი წარმატებულ ფეხბურთელებს ფრიად უცნაური საჩუქარი უძღვნა.
კოკობზრიალათა ვებ-გვერდმა, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, პალერმოელ ფეხბურთელებს უფასო გაუხადა საიტზე განთავსებულ პრემიუმ კონტენტზე წვდომა და თუკი სხვები ხარისხიანი და ხელიხელსაგოგმანები ვიდეოების ცქერაში ფულს დაყაჭავენ, მეოთხე ლიგაში აღზევებული თითქმის პროფესიონალი ბიჭები ამ ყოველივეს სრულიად უფასოდ დაეწაფებიან და იმის იმედიც აქვთ, რომ პორნო-საიტზე დაყუდების თამდევი ცრუსაქმიანობა და მჭმუნვარება არ შეაწუხებთ...










