„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა მისი კლუბის სეზონი დადებითად შეაფასა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე უკეთესი შედეგის ჩვენება სურდათ.
„კარგი სეზონი იყო, რადგან გერმანიის ჩემპიონები გავხდით და სხვა ტურნირებიდან იმიტომ არ გავვარდნილვართ, რომ ყველაზე სუსტი გუნდი ვიყავით. რა თქმა უნდა, გვსურდა ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე უფრო შორს წასვლა, თასის მერვედფინალში „ლევერკუზენთან“ 10 ფეხბურთელითაც უკეთესები ვიყავით, მაგრამ გავვარდით, ხოლო „ინტერთან“ მარცხი ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყო“, - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.