ფეხბურთი

21:05 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "სპალეტის კვარა და ოსიმენი ჰყავდა, კონტემ კი, ფეხბურთელებს მაქსიმუმი აჩვენებინა"

„ნაპოლის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტემ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის ჩვენება მოახერხა და თუ გუნდი ჩემპიონი გახდება, ეს მწვრთნელის დამსახურება იქნება.

„როგორც კონტემ თქვა, „ნაპოლის“ სკუდეტო სასწაული იქნება, თუმცა ეს ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგი იქნებოდა. „აძური“ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მეორე ტიტულის მოგების პირასაა. ყველაზე მაგარი მწვრთნელი ისაა, რომელიც ერგება თავის ფეხბურთელებს, იმ რესურსს, რაც აქვს.

სპალეტისთან ოთხი წელი ვიმუშავე და მას დიდ პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას და მწვრთნელს, მაგრამ მას ჰყავდა საუკეთესო ფორმასა და მოტივაციის პიკში მყოფი კვარა, პლუს ოსიმენი. ახლა კი, თუ „ნაპოლი“ ჩემპიონი გახდება, ეს კონტეს დამსახურება იქნება, იმიტომ, რომ მან ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამოიღო. რაც უფრო სუსტდება გუნდი, მით უფრო ფასდება მწვრთნელის შრომა“, - თქვა მარინომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ნაპოლი“ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს, დარჩენილი მატჩები კი, „ჯენოას“, „პარმას“ და „კალიარის“ წინააღმდეგ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.15734