ფეხბურთი

2:27 | 7.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავიდე ფრატეზი: "იმდენი ვიყვირე, რომ ირგვლივ ყველაფერი დამიბნელდა"

„ინტერის“ ფეხბურთელმა დავიდე ფრატეზიმ „ბარსელონასთან“ მატჩის (4:3) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა ნახევარმცველმა 99-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა.

„გამიმართლა, რომ თამაშის ჩამთავრება შევძელი, რადგან გოლის მომენტში იმდენი ვიყვირე, ირგვლივ ყველაფერი დამიბნელდა. მადლობა უნდა ვუთხრა ფიზიოთერაპევტებს, იმიტომ, რომ წინა დღეებში კარგად არ ვიყავი, ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი. დაუჯერებელია, არ ვიცი, რა ვთქვა. მიუნხენის შემდეგ არ მეგონა, რომ იგივე ემოციებს განვიცდიდი, დღეს რაღაც დაუჯერებელი მოხდა, ფეხბურთის სილამაზეც ესაა.

გამარჯვების გოლები? ეს ჩემი კარიერის ნაწილია. არ მაქვს წარმოუდგენელი ტალანტი, მაგრამ არასდროს ვნებდებოდი და პირველი ვიჯერებდი. 3:3-ზე ტურამს ვუთხარი, რომ ფინალში გავიდოდით. მოედანზე შეცვლაზე შევედი, მაგრამ თითქოს, 120 წუთი ვითამაშე“, - თქვა ფრატეზიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091062