„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ინტერთან“ მატჩის (3:4) შემდეგ ისაუბრა. ის ძალიან კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით, მაგრამ უკმაყოფილო მსაჯობით:
„ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, ამ თამაშში ბევრი რამ ჩავდეთ. 50-50-ზე ყველა გადაწყვეტილება მსაჯმა „ინტერის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა... ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ვფიქრობ, შედეგი უსამართლოა და მსაჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება კარგი იყო, მაგრამ არა ჩვენს სასარგებლოდ. ეს ფეხბურთია, მათ დაიმსახურეს, ისევე, როგორც მათმა ფანებმა ჩვენ მომავალ წელს დავბრუნდებით და ისე ვიბრძოლებთ ლიგის მოსაგებად.
დიახ, მსაჯობა უსამართლო იყო, მაგრამ არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ეს ჩემი გუნდის მიმართ უსამართლობა იქნებოდა, მათ შესანიშნავად ითამაშეს. არ მინდა, მსაჯზე საუბარი, მას ვუთხარი ის, რაც უნდა მეთქვა“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ პსჟ-ს ან „არსენალს“ შეხვდება.









