დღეს პარიზში, „პარკ დე პრენსზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, საპასუხო შეხვედრაში პსჟ საკუთარ მოედანზე "არსენალს" უმასპინძლებს.
ცნობილმა სტატისტიკის საიტებმა Sofascore-მა და WhoScored-მა დღევანდელი მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნეს, ორივე საიტი ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს.
"პარი სენ-ჟერმენი" - "არსენალი" სავარაუდო შემადგენლობები:
Sofascore
პსჟ - დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
"არსენალი" - რაია, ვაითი, სალიბა, კივიორი, ლევის-კელი, ოდეგორი, პარტეი, რაისი, საკა, ტრსოარი, მარტინელი.
WhoScored
პსჟ - დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
"არსენალი" - რაია, ვაითი, სალიბა, კივიორი, ლევის-კელი, ოდეგორი, პარტეი, რაისი, საკა, მერინო, მარტინელი.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პსჟ-მ სტუმრად 1:0 მოიგო, ერთადერთი გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ისარგებლა. ხვიჩა პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება განახორციელა.