ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან დამარცხდა საერთო ანგარიშით 1:3 (0:1 და 1:2), რაც კლუბის ისტორიაში სათასო ტურნირების ნახევარფინალებში დამარცხებების ყველაზე ხანგრძლივი სერია გახდა. ამის შესახებ სტატისტიკურმა პორტალმა Opta Sport-მა განაცხადა.
ადრე ლონდონურმა კლუბმა 2021/2022 და 2024/2025 წლების სეზონებში ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში წააგო. „არსენალმა“ ასევე ვერ მიაღწია ევროპა ლიგის ფინალს 2020/2021 წლების სეზონში.
შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, ლონდონური კლუბი ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა.
პსჟ-სა და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.