უეფას პრესსამსახურმა გამოაცხადა 2024/2025 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის საუკეთესო მოთამაშის სახელი, სადაც ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „არსენალი“ 2:1 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი დასახელდა, რომელმაც ფრანგული კლუბის გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბევრმა ექსპერტმა, მათ შორის „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს, რომელმაც ოთხი სეივი შეასრულა. იტალიელმა პირველ თამაშშიც კარგად წარმოაჩინა თავი, თუმცა ჯილდო მაშინ პარიზელთა პორტუგალიელ ნახევარმცველ ვიტინიას ერგო, რომელმაც თამაშის შემდეგ დონარუმას თავისი პრიზი გადასცა.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.







