„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული კლუბების ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ სტატისტიკური პორტალი Squawka იტყობინება.
წყაროს ცნობით, დემბელე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „არსენალთან“ (2:1) საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული კლუბების ისტორიაში ერთ ტურნირში ასისტების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 27 წლის უსმანმა ევროპის მთავარ თასზე — 2024/2025 წლებში ჩატარებულ 14 მატჩში რვა ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგის მატჩში მონაწილეობა თავდაპირველად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიჭიმა „მეთოფეების“ წინააღმდეგ პირველ ნახევარფინალში (1:0), თუმცა გამოჯანმრთელება მოახერხა და ლონდონურ გუნდთან მეორე მატჩის მეორე ტაიმში მინდორზე შცვლაზე შევიდა.
ამ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.









