ფეხბურთი

19:36 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში

პსჟ-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი შემტევი უეფამ გამოარჩია.

სიმბოლურში ყველაზე მეტი ფეხბურთელი პსჟ-დან და „ინტერიდანაა“, ოთხ-ოთხი, ხოლო სამი ფეხბურთელითაა „ბარსელონა“ წარმოდგენილი. „არსენალიდან“ სიმბოლურში ვერავინ მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი ასეთია:

მეკარე: იან ზომერი (ინტერი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ჟერარ მარტინი (ბარსელონა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 8 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09912