ფეხბურთი

21:12 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვილიას პირველი გოლი: "დინამო თბილისმა" "თელავი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ანგარიში 27-ე წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელმაც „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. 41-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, მაგრამ სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს, საბა ხვადაგიანის ავტოგოლით.

მეორე ტაიმში გუნდების მცდელობის მიუხედავად არაფერი შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გაიმარჯვა.

„დინამო თბილისი“ 22 ქულით მეოთხე ადგილზეა, მეორეადგილოსან „დინამო ბათუმს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09319