ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დღემდე შეურაცხყოფას აყენებს და მოღალატედ მიიჩნევს, უნდა რცხვენოდეს.
აურიემა თქვა, რომ კვარა მართალი იყო, როცა „ნაპოლის“ დატოვება გადაწყვიტა:
„ნახეთ კვარაცხელიას თამაში? მას აღარ სურდა „ნაპოლიში“ დარჩენა და მართალიც იყო, რადგან მას როგორც პროფესიონალს დაამცირეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოატყუეს და კონტრაქტის განახლება არასდროს მომხდარა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა წასვლა, რათა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოეგო. დღემდე ვკითხულობ ხალხის კომენტარებს, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებენ, უნდა გრცხვენოდეთ“, - თქვა აურიემამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ პსჟ-ში იანვარში 75 მილიონ ევროდ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს დიდებულად მოერგო, საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე კი, თითო ნაბიჯი აშორებს.






