ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების უფლება მისცა.
როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვილიან პაჩო, ფაბიან რუისი და ვიტინია დაისვენებენ. ისინი საწვრთნელ პროცესს ოთხშაბათს განაახლებენ. შესაბამისად, ზემოხსენებული ფეხბურთელები პსჟ-ს უახლოეს მატჩს გამოტოვებენ.
ლუის ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ის 33-ე ტურში გავარდნილ „მონპელიეს“ ეთამაშება, ეს მატჩი არცერთისთვის არაფერს წყვეტს: პსჟ უკვე ჩემპიონია, ხოლო „მონპელიე“ ლიგა 2-ში დაქვეითდა. შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.






