ფეხბურთი

16:50 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" მწვრთნელი: "არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც "ვალენსიაში" მოდუნების უფლება აქვს"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა „ხეტაფესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ვალენსია“ შესანიშნავი ფორმაშია, ბოლო 9 ტური არ დამარცხებულა (5 მოგება, 4 ფრე), შედეგად, გავარდნა თითქმის აღარ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად ლა ლიგაში ადგილი არ შეუნარჩუნებია:

„9 წაუგებელი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ მიზანი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, ეს ასახავს იმ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშე აღმოვჩნდით და ფეხბურთელების მონდომებას, რომ 2025 წელს 30 ქულა დაეგროვებინათ. არ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ უნდა დავაფასოთ ყველაფერი, რასაც გუნდმა მიაღწია.

არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც „ვალენსიას“ მაისურს ატარებს და მოდუნებას შეძლებს. „ვალენსიაში“ თამაში მომთხოვნი გამოწვევაა და ყოველ თამაშში ბრძოლას გულისხმობს. არაფერია უფრო ამბიციური, ვიდრე სამი ქულისთვის ბრძოლა, გუნდში პასუხისმგებლობა მაქსიმალურია.

„ვალენსიას“ მიზანია ყველა თამაშში კონკურენტუნარიანი იყოს. მე ორიენტირებული ვარ მუშაობაზე და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებაზე, სპორტული დირექტორები თავიანთ საქმეს ასრულებენ, მე მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, 12 ქულაა გასათამაშებელი, გუნდში დიდ ამბიციას ვხედავ“, - თქვა კორბერანმა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 42 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „ხეტაფეს“ 10 მაისს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086706