კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ ტოვებს. ამის შესახებ კლუბი განცხადებას „ელ კლასიკოს“ შემდეგ გააკეთებს.
მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია, ხელფასთან დაკავშირებული პრობლემა არ არსებობს, ანჩელოტის კლუბთან ამაზე პრობლემა არც არასდროს ჰქონია.
თავის მხრივ, ბრაზილიის ნაკრებში იტალიელის წასვლა უკვე დროის საკითხია. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია კვლავ ელოდება ანჩელოტის, რომელიც „ელ კლასიკოს“ შემდეგ უკვე თავისუფალი იქნება, რათა ბრაზილიელებთან კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც ძალაში 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე იქნება.
თავის მხრივ, ანჩელოტის „რეალში“ ჩაბი ალონსო შეცვლის, რომელმაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს „ლევერკუზენს“ დატოვებს.
კარლო ანჩელოტი „რეალს“ 2013-2015 და 2021 წლიდან დღემდე ავარჯიშებდა. მან „სამეფო კლუბს“ ყველაფერი მოაგებინა, მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2014, 2022 და 2024 წლებში.






