ფეხბურთი

15:59 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "სოსიედადის" ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ლონდონის „არსენალი“ ზაფხულში „სოსიედადიდან“ მარტინ სუბიმენდის დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ „არსენალი“ გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რაც 60 მილიონი ევროა. „მეთოფეებმა“ „რეალის“ და „ბარსელონას“ კონკურენცია დაძლიეს, რადგან გამოსასყიდი თანხის გადახდას დათანხმდნენ.

მარტინ სუბიმენდი „სოსიედადის“ აღზრდილია და დღემდე 232 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095258