ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში „ლევანტემ“ უშუალო კონკურენტი სტუმრად 3:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
პირველივე ტაიმში როხერ ბრუგემ დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მალევე ალექს ფორესმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ქოჩორაშვილი ბოლომდე მზად არ იყო და მხოლოდ 71-ე წუთიდან ითამაშა. მას მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ლევანტე“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, ქულით ჩამორჩენა „ელჩეს“, ხოლო ორი ქულით უსწრებს „მირანდესს“, მომდევნო ტურში ხულიან კალეროს გუნდი 16 მაისს, „ალბასეტეს“ უმასპინძლებს.