ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ბორნმუთი“ „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა - 0:1.
ამ მატჩში ერთადერთი ბურთი ოლი უოტკინსმა 45+6 წუთზე შეაგდო. ეს გოლი უოტკინსისთვის „ასტონ ვილას“ მაისურით გატანილი 75-ე აღმოჩნდა და ის პრემიერლიგის ისტორიაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანამდე ეს მიღწევა გაბრიელ აგბონლაჰორს ეკუთვნოდა - 74 გოლი 322 მატჩში.
მე-80 წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ ჯეიკობ რემზი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.
ამ თამაშის შემდეგ, „ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 53 ქულით მე-10 ადგილზეა. „ასტონ ვილა“ 63 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. 36-ე ტრი. 10 მაისი: ფულემი - ევერტონი 1:3, იფსვიჩი - ბრენტფორდი 0:1, საუთჰემპტონი - მანჩესტრ სიტი 0:0, ვულვერჰემპტონი - ბრაიტონი 0:2, ბორნმუთი - ასტონ ვილა 0:1
