ლისაბონში პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერების მატჩი გაიმართა, „ბენფიკამ“ „სპორტინგს’ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ -1:1 დასრულდა.
სტუმრები ადრეული გოლით დაწინაურდნენ, მე-4 წუთზე თავი ფრანსიშკუ ტრინკაომ გამოიჩინა. 63-ე წუთზე მასპინძელთა თურქმა ნახევარმცველმა, ქერემ აკთურქოღლუმ გაათანაბრა.
ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა და ორივეს 79-79 ქულა აქვს, პირველ ადგილზე „სპორტინგია“ ბურების უკეთესი ბალანსის გამო (+3).









