ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში „ნიუკასლმა“ „ჩელსი“ დაამარცხა და მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ედი ჰაუს გუნდი ძალიან სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა, სანდრო ტონალის გოლით. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა მდგომარეობა დამძიმდა, რადგან ნიკოლას ჯექსონი გააძევეს.
თუმცა, მეორე ნახევარში „ჩელსიმ“ რიცხობრივ უმცირესობაში გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მეტოქემ და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, „ჯორდებმა“ საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრუნო გიმარაეშმა მეორე გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 2:0.
„ნიუკასლმა“ 66 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო მომდევნო ტურში „არსენალს“ სტუმრად დაუპირისპირდება. „ჩელსი“ 63 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.