ამჟამად სტამბულის „გალათასარაიში“ მოთამაშე არგენტინელ შემტევს მაურო იკარდის ოჯახური ცხოვრება მას შემდეგ აერია, რაც ფეხთაგაშლის დიდოსტატ ვანდა ნარას გადაეკიდა, ცოლად მოიყვანა, მერე გაშორდა, მერე შეურიგდა, მერე კიდევ სამჯერ გაშორდა და შეურიგდა და საბოლოო ჯამში ეს გიჟური ურთიერთობა რა გასაკვირია რომ გაყრით დასრულდა.
ამის მიუხედავად, ბევრს ეგონა, რომ მაუროს ყოფილი ცოლი და ყოფილი პირადი სპორტული აგენტი ვანდა ნარა თავისას მაინც გაიტანდა და ისევ მოახერხებდა შერიგებას, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელს სხვა ცოლი მოჰყავს და მისი ამჟამინდელი გულისსწორი, არგენტინელი მოდელი ეუხენია სუარესი ოფიციალურად ქორწინების მომხრეა, რაც ვანდასთვის მთლად კარგი ამბავი არ უნდა იყოს.
ვანდას კოზირს და ჯოკერს წარმოადგენს მაიუროსთვის გაჩენილი ორი ქალიშვილი და ის ყველაფერს იზამს, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ახალი ცოლის მოყვანა პირდაპირი მნიშვნელობით რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ვანდა ნარას მაუროს შვილების გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს, რომელიც ასევე არგენტინელ ფეხბურთელს, მაქსი ლოპესს გაუჩინა.