სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:40 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეზირე დუე: "გაგვიმართლა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შემოგვიერთდა, ის დიდი ფეხბურთელია"

პარიზში საფრანგეთის ფეხბურთის კავშირის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიგა 1-ის საუკეთესო გუნდი დასახელდა, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დეზირე დუე დასახელდა. ფრანგმა ფეხბურთელმა მიღებული ჯილდოს შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"გაგვიმართლა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზამთარში შემოგვიერთდა, ის დიდი ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის ბევრი რამ მოაქვს. ბარკოლას და დემბელეს უფრო ადრე ვიცნობდი, ისინი ადაპტაციაში და მეტად განვითარებაში დამეხმარნენ. კლუბში დიდი კონკურენციაა და სწორედ ეს გვაძლევს მუხტს, რომ უკეთესები გავხდეთ" - განაცხადა დუემ.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, დეზირე დუე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლუის ენრიკეს ერგო. ცნობისთვის, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, ხოლო ისტორიაში ეს ტიტული მეცამეტედ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ კლუბს იანვარში შეუერთდა, ქართველმა ლიგა 1-ში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09104