33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გვამცნო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იწერებოდა, რომ დე ბრუინს კარიერის გაგრძელება ევროპაში აღარ სურდა და MLS-ის კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით "ნაპოლის" პრეზიდენტი ჯოვანი მარა დე ბრუინის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და მისთვის შეთავაზებაც გამზადებულია, რომლის მიხედვითაც იტალიური კლუბი ბელგიელს ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონს გადაუხდის.
როგორც ცნობილი ხდება, ამ გარიგებით თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია და მის აგენტს მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში მიყვანა სეზონის დასრულებამდე სთხოვა.
კევინ დე ბრუინი "სიტიში" 2015 წლიდან თამაშობს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.