UFC 315-ზე ავსტრალიელმა ჯეკ დელა მადალენამ ბელალ მუჰამედი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.
ავსტრალიელის ამ გამარჯვების შემდეგ, დიდია იმის შანსი, რომ ისლამ მახაჩევმა ზედა წონაში გადაინაცვლოს და შემდეგი ბრძოლა სწორედ მადალენას წინააღმდეგ გამართოს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ჩარლზ ოლივეირას მენეჯერი და მწვრთნელი დიეგო ლიმა, რომელმაც დენა უაითს მიმართა:
"დენა უაით, შონ შელბი, ჩვენ მზად ვართ, კალმით ხელში. მოგვეცით კონტრაქტი."
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც საერთაშორისო საბრძოლო კვირაში 29 ივნისს ჩაატარებს და დიდია შანსი ქართველმა "მატადორმა" სწორედ ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლოს.









