„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ იხუმრა, რომ „ინტერთან“ შეხვედრისა და „ელ კლასიკოს“ შემდეგ გულზე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.
„როგორ ვგრძნობ თავს? გულზე შემოწმება უნდა ჩავიტარო... ჩვენს სათადარიგო სკამზე დაძაბულობა იყო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. „ინტერისა“ და „რეალთან“ მატჩების შემდეგ მცირე შემოწმება აუცილებლად იქნება საჭირო.
ლამინი ძალიან კარგად მუშაობს, სჯერა თავისი თავის და ძალიან ჭკვიანია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მილანში მატჩის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები ფეხზე წამოდგნენ და წინ გაიხედეს. იამალი ამის მაგალითია, გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა. ის 17 წლისაა და რასაც აკეთებს, ზუსტად ისაა, რომ რასაც მისგან ვითხოვთ.
ფერან ტორესმა ძალიან კარგად ითამაშა, ლევანდოვსკი ტრავმის შემდეგ ბრუნდება, მაგრამ ფერანმაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე თამაშობს, ისიც ბედნიერია, მოსწონს 9-იანის პოზიციაზე თამაში“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ „ბარსამ“ სეზონში „რეალთან“ ოთხივე მატჩი მოიგო.






