საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ბოლო მატჩში „დინამო თბილისმა“ სტუმრად „გარეჯი“ 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვაკო გვილიამ შეაგდო, ზედიზედ მეორე მატჩში და „დინამოს“ უპირატესობა გაიზარდა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში თამაზ ცეცხლაძის გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთეს.
„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება. „გარეჯი“ 12 ქულით მერვეა და წინ „თელავთან“ დაპირისპირება ელოდება.