„ლოს-ანჯელესი“ „ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველით, თომას მიულერით დაინტერესდა, წერს ინსაიდერი ნიკოლო სკირა თავის სოციალურ ქსელებში. ადრე, გერმანელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მიუნხენურ კლუბს დატოვებს.
წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელს ასევე აქვს შეთავაზებები ორი ევროპული კლუბისგან, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.
მიულერი ჯერ კიდევ ფიქრობს თავის მომავალზე. არსებობს ორი ვარიანტი - თამაშის გაგრძელება ან კარიერის დასრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს.
თომასი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია. მან კლუბში 25 წელი გაატარა. ამ სეზონში ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრში 43 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.







