„ნაპოლის“ სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა გამოაკლდა. ფეხბურთელმა დაზიანება „ჯენოასთან“ მატჩში მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს.
სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმა დაადასტურა, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც უცნობია, დაახლოებით, რამდენი ხნით მოუწევს ლობოტკას უქმობა. ფეხბურთელი „პარმასთან“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს, ხოლო ბოლო ტურში „კალიარის“ წინააღმდეგ ეცდება მოედანზე დაბრუნებას, თუმცა, ჯერ ესეც საეჭვოა.
ასე რომ, დიდი შანსია, ლობოტკასთვის სეზონი უკვე დასრულებული იყოს. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ რიგებში 35 უგოლო მატჩი ჩაატარა.