ფეხბურთი

22:20 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის პრეზიდენტი: "ჩვენი პრობლემა არა მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელებია"

ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა ნაკრებში კარლო ანჩელოტის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ბრაზილიის პრობლემა არა მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელებია:

„პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელთა კლასი ისეთი აღარ არის, როგორი კლასიანი ფეხბურთელებიც ადრე გვყავდა. თუ წარსულის თაობებს შევადარებთ, ეს თაობა უფრო მყიფეა. გაიხსენეთ ჩვენი შეტევა 2002 და 2006 წლებში, რომ დაინახოთ, რამდენად შორს ვართ მაშინდელი თაობისგან“, - თქვა ლულამ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე ჩაიბარა და ის ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095149