„ვალენსიას“ ყოფილმა და ვეტერანმა ბრაზილიელმა მეკარემ, დიეგო ალვეშმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
ალვეში „მესტალიაზე“ იყო და „ხეტაფესთან“ ბოლო მატჩს დაესწრო, ხოლო გიორგის შესახებ მან ესპანურ მედიას უთხრა:
„გიორგის ვესაუბრე, მე მას ნათელი მომავლის მქონე მეკარედ ვხედავ. ის ისედაც ძალიან ძლიერია და გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. როცა აქ მოვიდა, არავინ იცნობდა და ძალიან გაიზარდა, რა თქმა უნდა, კლუბის თანამშრომლების დახმარებით.
მან მითხრა, როგორ უჭირდა თავიდან, მაგრამ ისწავლა ესპანური ენა, გადალახა დაბრკოლებები, გაუმკლავდა სირთულეებს და ახლა ზღვარი არ გააჩნია. ის ზაფხულში „ლივერპულში“ წავა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“, - თქვა დიეგო ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ალვეში „ვალენსიაში“ 2011-2017 წლებში თამაშობდა.






