ინგლისურ „უოტფორდს“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ახალი მწვრთნელი ჰყავს.
როგორც ინგლისელთა ვებგვერდი იტყობინება, მწვრთნელის თანამდებობაზე ურუგვაელი პაულო პეცოლანო დანიშნეს. 42 წლის სპეციალისტმა ტომ ქლევერლი შეცვალა და კონტრაქტი უკვე გააფორმა.
პეცოლანო ბოლოს „ვალიადოლიდში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე მონტევიდეოს „ლივერპულს“, მექსიკურ „პაჩუკასა“ და ბრაზილიურ „კრუზეიროს“ ედგა სათავეში.