სხვა

3:00 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქი წონის ქამრისთვის: ილია თოფურიას მეტოქე გაირკვა

ილია თოფურია ქამრისთვის მორიგ ბრძოლას 29 (საქართველოს დროით)ივნისს ჩაატარებს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

ილიასა და ბრაზილიელს შორის ბრძოლა UFC 317-ზე მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება.

„28 ივნისს, კიდევ ერთი ოცნება ახდება. მე მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიშს გიხდი... მე უბრალოდ ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა რომ მახაჩევი გაიქცა. 17-0“, - წერს ილია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ ბოლოს 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეისთან იბრძოლა, სადაც ქართველმა ამერიკელი დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ დივიზიონში წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098802