უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ UFC 317-ზე მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლებს. აღნიშნული ორთაბრძოლის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა.
ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ჩარლლზ ოლივეირამ, მისი თქმით, ის მზად არის და საჩემპიონო ქამარს დააბრუნებს იმ ადგილას, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა.
"ვვარჯიშობდი, როდესაც ყველამ ყვირილი დაიწყო, მაშინვე დავასრულე ვარჯიში, ტელეფონი ხელში ავიღე და გავიგე, რომ ილია თოფურიასთან უნდა ვიჩხუბო. ჩვენ მზად ვართ. საჩემპიონო ქამარი დაბრუნდება იმ ადგილას, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა. ილია თოფურია ძლიერი და რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მოწინააღმდეგეზე ორიენტირებული არ ვარ, ვიცი რა ძალაც მაქვს ხელებში და რისი გაკეთება შემიძლია, პირობა მაქვს შესასრულებელი და ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ." - განაცხადა ოლივეირამ.
ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა 28 ივნისს UFC 317-ზე ლას ვეგასში გაიმართება.