ფეხბურთი

18:33 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "რეალი" 24 წუთი ჩვენს ნახევარზე ბურთს არ შეხებია, ეს ჩვენი პრესინგის ემბლემაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, არ მოეწონა რონალდ არაუხოს მიმართ კრიტიკა, ასევე კომენტარი გააკეთა „რეალიდან“ კარლო ანჩელოტის წასვლაზე:

„მე ყოველთვის ვიცავ ჩემს ფეხბურთელებს და არ მომეწონა, რაც „ინტერთან“ მატჩის შემდეგ არაუხოსთან მოხდა. ყველა ვუშვებთ შეცდომებს და იმ მატჩში შეცდომები ყველამ დავუშვით. ცხოვრება ასეთია, შეცდომები მისი ნაწილია, მაგრამ საჭიროა პატივისცემა. ყველა ჩვენგანი, ვინც ამ გარემოში ვმუშაობთ, ვყოფილვართ მსგავს სიტუაციებში და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ მას.

ანჩელოტის წასვლა „რეალიდან“? ვფიქრობ, მან შესანიშნავად იმუშავა და დიდ წარმატებებს მიაღწია. ძალიან თავაზიანი ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო და გამარჯვებული მწვრთნელი მსოფლიოში. საუკეთესოს ვუსურვებ. კიდევ ერთ დიდ გუნდში წავა და შეეძლება წარმატების მიღწევა გააგრძელოს. თუმცა, მე სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ, მთელი ჩემი ენერგია „ბარსელონას“ ხმარდება. მიყვარს ამ გუნდში მუშაობა, ეს ფანტასტიკურია. აქაც საკმარისი საქმე მაქვს.

„რეალი“ 90 წუთიდან 24 წუთის განმავლობაში ჩვენს ნახევარზე ბურთს არ შეხებია - ეს სტატისტიკა ჩვენი პრესინგის ემბლემაა“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ სეზონში ოთხივე „ელ კლასიკო“ მოიგო, უკვე დაეუფლა ორ ტიტულს (ესპანეთის თასი და სუპერთასი), ლა ლიგას სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087561