მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა როდრიგომ სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა. როგორც ის წერს, ნამდვილად ტრავმა აქვს და მალე დაბრუნდება:
„მადლობა ყველას შეტყობინებებისა და შეშფოთებისთვის. მალე დავბრუნდები, შეწყიტეთ რაღაცების გამოგონება“, - წერს როდრიგო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დაირხა ხმები, რომ როდრიგო „რეალის“ დატოვებას აპირებს და კარიერას სხვაგან გააგრძელებს, ყველაზე აქტიურად, ლონდონის „არსენალის“ ვარიანტი დაასახელეს.






