ფეხბურთი

1:33 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის საგოლე პასი, "სარაევომ" ბოსნიის თასი მოიგო (+VIDEO)

გიორგი გულიაშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა ბოსნიის თასი მოიგეს. „სარაევო“ ფინალის საპასუხო მატჩში „შიროკი ბრიეგს“ სტუმრად დაუზავდა (1:1), მაგრამ შინ 4:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, ტიტული მოიპოვა.

გულიაშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე პასი მიითვალა, ქართველის გადაცემით შეძლო გოლის გატანა კარლო ლულიჩმა. გორდეზიანი ფინალში სათადარიგო სკამზე იყო.

გულიაშვილისთვის ეს პირველი შედეგიანი მოქმედებაა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ. სეზონში მის აქტივში 35 მატჩი, 21 გოლი და 5 საგოლე პასია.

„სარაევომ“ ბოსნიის თასი ისტორიაში მერვედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09652