ფეხბურთი

19:10 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტური იმერული დერბით დაიწყო, რომელშიც „ტორპედომ“ სტუმრად „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი დირკ შუსტერის გუნდმა მატჩის დასაწყისში, მე-17 წუთზე გაიტანა და შემდეგ ანგარიში შეინარჩუნა. თავი ბიორნ იონსენმა გამოიჩინა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, 24 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „კოლხეთს“ ეთამაშება. „სამგურალი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და 12 ქულით მეშვიდეა, ხოლო მომდევნო ტურში „დილას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092878