ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც შვედეთის, ხორვატიის და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წლის იანვარში ითამაშა, სადაც ბოსნია დაამარცხა, ხოლო ნიდერლანდებსა და შვედეთთან წააგო.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში ჩატარდება, ხოლო საქართველო ჯგუფური ეტაპის მატჩებს 17, 19 და 21 იანვარს ჩაატარებს.









