საუდის არაბეთის ჩემპიონი „ალ-იტიჰადი“ გახდა. ლორან ბლანის გუნდმა 32-ე ტურში სტუმრად „ალ რაედს“ 3:1 აჯობა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.
„ალ-იტიჰადს“ 77 ქულა აქვს და ტიტული გაიფორმა.მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ფავორიტი „ალ-ჰილალია“.
„ალ-იტიჰადი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი 25-ედ გახდა. ამ ტიტულში დიდი წვლილი კარიმ ბენზემას აქვს, რომელსაც ამ დროისთვის საუდი პრო ლიგაში 21 გოლი აქვს გატანილი.









