კალათბურთი

11:56 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დენვერმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი ბოლო შეხვედრაში გადაწყდება (VIDEO)

დღეს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მატჩი გაიმართა, სადაც "დენვერმა" საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომას" უმასპინძლა.

სერიის მეექვსე შეხვედრა "დენვერის" გამარჯვებით 119:107 დამთავრდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა 3:3. კონფერენციის ფინალისტი კვირას 18 მაისს გამოვლინდება, გადამწყვეტი მატჩი "ოკლაჰომას" დარბაზში გაიმართება.

დღევანდელ შეხვედრაში "დენვერის" რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

შეგახსენებთ, რომ "დენვერისა" და "ოკლაჰომას" წყვილში გამარჯვებული კონფერენციის ფინალში "მინესოტას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098861