UFC-ის მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა, მან ქართველი "მატადორი" შეაქო და განაცხადა, რომ ილია ღირსეული და კარგი ადამიანია.
"ის შესანიშნავი მებრძოლი იყო ბრეივში, ისევე როგორც მე. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბევრს მიაღწევდა და ასეც არის, მან ამ სპორტში ყველა მწვერვალს მიაღწია, რისი მიღწევაც ამ სპორტშია შესაძლებელი. მე მას შევხვედრილვარ და ერთადაც გვიჭამია, ის ღირსეული და კარგი ადამიანია. რაც შეეხება მის განცხადებებს, ვფიქრობ ყველა, რომ ჩუმად იყოს, ეს სპორტი საინტერესო არ იქნებოდა." -განაცხადა ჩიმაევამა.
ცნობისთვის, ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარზე 28 ივნისს UFC 317 - ზე გამართავს, მისი მოწინააღმდეგე კი, ჩარლზ ოლივეირა იქნება.