ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს.
33 წლის ნიკოლოზმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურნირის ფავორიტი და პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი ბრენდონ ნაკაშიმა სამ სეტში 6:2, 6:7, 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, ნიკოლოზმა შეხვედრაში 11 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში ტალონ გრიკსპოორისა და ტერენს ატმანეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.









