ფეხბურთი

22:26 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მისთვის ადგილი გვაქვს“. სალაჰმა დე ბრუინის „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლაზე ისაუბრა

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონის ბოლოს 33 წლის ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლაზე ისაუბრა. ბელგიელი „ქალაქელებში“ 2015 წლიდან თამაშობს.

„მან (დე ბრუინმა) ფენომენალური სამუშაო გაწია „მანჩესტერ სიტიში.“ ის მნიშვნელოვანი და შესანიშნავი იყო მთელი ლიგისთვის. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. კარგი... ჩვენ (ლივერპულში) მისთვის ადგილი გვაქვს!“ - თქვა სალაჰმა გარი ნევილთან ინტერვიუში.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია „მერსისაიდერების“ ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ. ხაზგასმულია, რომ დე ბრუინი „ლივერპულის“ მცველისა და კაპიტნის, ვირჯილ ვან დეიკის ახლო მეგობარია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091841